воскресенье, 8 декабря 2013 г.

მოსწავლის როლის მორგება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ტრეინინგზე. ემპათია ვფიქრობ საკვანძო არის დღევანდელ სასწავლო გარემოში. 
შევქმენი სარეკლამო ვიდეო რგოლი და ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა იქნება ასეთივე საინტერესო. იმედი მაქვს ჩემზე უკეთ გაართმევენ ამას თავს. თუ მასწავლებელი ყოველთვის გაითვალისწინებს ემპათიას სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ეს უფრო რეალისტური და მისაღწევი მიზნების განსაზღვრაში დაეხმარება მას.

суббота, 7 декабря 2013 г.

დღეს განვიხილეთ კომუნიკაციის საშუალებები. აქამდე მეგონა საკმაოდ წარმატებულად და ეფექტურად ვიყენებდი მათ. დღეს კი გავიგე უამრავი ახალი შესაძლებლობის შესახებ. განსაკუთრებით გამაოცა @gmail.com.

суббота, 30 ноября 2013 г.

დღე მესამე

დღეს განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ნაწილობრივ ჩემთვის ახალი საკითხი მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა. ზოგადად ვთვლი რომ შეკითხვების სწორი ფორმულირება მნიშვნელოვანი არის ჩვენი ცხოვრების ყველა საკითხში. პროექტით სწავლების სფეროში კი შეკითხვების დასმა გვაძლევს საშუალებას სწორი მიმართულებით წარვმართოთ ჩვენი დაგეგმილი პროექტი. მართალია თავიდან მე პირადად ცოტა გამიჭირდა მაგრამ ტრენერის დახმარებით ვფიქრობ შევძელი გამკლავება და გარკვევა.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეორე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო ბროშურებთან მუშაობა და საინტერესო დისკუსია გავმართეთ პროექტების თემებთან დაკავშირებით. ვნახოთ როგორ წარიმართება. მე პირადად პარალელურ რეჟიმში ვაპირებ ჩავატარო პროექტი სკოლაში.