суббота, 30 ноября 2013 г.

დღე მესამე

დღეს განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ნაწილობრივ ჩემთვის ახალი საკითხი მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა. ზოგადად ვთვლი რომ შეკითხვების სწორი ფორმულირება მნიშვნელოვანი არის ჩვენი ცხოვრების ყველა საკითხში. პროექტით სწავლების სფეროში კი შეკითხვების დასმა გვაძლევს საშუალებას სწორი მიმართულებით წარვმართოთ ჩვენი დაგეგმილი პროექტი. მართალია თავიდან მე პირადად ცოტა გამიჭირდა მაგრამ ტრენერის დახმარებით ვფიქრობ შევძელი გამკლავება და გარკვევა.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეორე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო ბროშურებთან მუშაობა და საინტერესო დისკუსია გავმართეთ პროექტების თემებთან დაკავშირებით. ვნახოთ როგორ წარიმართება. მე პირადად პარალელურ რეჟიმში ვაპირებ ჩავატარო პროექტი სკოლაში.

суббота, 23 ноября 2013 г.

დღე 2

პროექტის თემა შერჩეულია :-)

დღეს დავიწყეთ ახალი ტრეინინგი. თემა საკმაოდ საინტერესოა და ზუსტად ასახავს იმას რაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია თანამედროვე გაკვეთილისთვის. ყველას მინდა ვუსურვო წარმატებები ♥♥♥♥